ეკონომიკა
საწვავი გაძვირდა
საწვავი გაძვირდა

საწვავზე ფასებმა 7-8 თეთრით მოიმატა. წამყვანი კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზე ფასის მატება გუშინდელი დღიდან შეიმჩნევა. მაგალითისთვის, „ვისოლის“ ქსელში „პრემიუმ“ ხარისხის ბენზინის ფასი დღეს 7 თეთრით მეტი იყო, ვიდრე ორი დღის წინ.

ზაფხულში საწვავის ფასი 2 თეთრით შემცირდა, თუმცა პერიოდულად ხდებოდა მატება და კლება 5-2 თეთრით. დღევანდელი მონაცემებით კი თითქმის ყველა სახის საწვავის ფასმა7 თეთრით მოიმატა.